saqarTvelos mRvimeebi - oZiles gamoqvabuli

 

გამოქვაბული ნობულევში, ტალერის თემი, მარტვილის მუნიციპალიტეტში.

მდინარე ხოპრა, კალმახებითაა ცნობილი. ადგილობრივების თქმით, ზამთრის პირზე თევზები აღმა აუყვებიან მდინარეს და ოძილეში - გამოქვაბულში იზამთრებენ. ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო ადრე გაზაფხულზე, მარტის თვეში, როდესაც ხშირი წვიმები დაიწყება, წყლის ადიდებულ ნაკადს გამოყოლილნი მდინარეში იფანტებიან. ამ დროს უცდიან მეთევზეები და თეზსაც ბლომად იჭერენ. მათის გამოსვლის მოლოდინში, თითქმის მთელი თვე იქ რჩებიან. ამიტომ შერქმევია ამ ადგილს „ოძილე” - საძილე, დასაძინებელი ადგილი რქმევია. განსაკუთრებით საინტერესოა ადგილობრივთა ნაამბობი: თევზების გამოსვლის უცნაური წესი აქვთ. გამოქვაბულიდან გამოსვლის წინ თევზების გუნდს წინ გველები მოუძღვებიან და უკანაც ისინი მოჰყვებიან თურმე. ეს უცნაური სანახაობა მრავალ მეთევზეს შეუნიშნავს.